გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ნინო ფოჩხუა „გამჭვირვალობის კანონზე“: შავი ფული მსოფლიოსთვის იმდენად მძიმე თემაა, ის განცხადებები, რაც ახლა ამ კანონთან მიმართებაში კეთდება უცხოეთიდან, მხოლოდ შიდა მოხმარებისთვისაა და გაგრძელება არ ექნება

6-04-2024

„ჩვენი მე-5 კოლონა ისეა წყობიდან გამოსული, არაადეკვატურ განცხადებებზე გადავიდა: რა გამოდის, ე.ი. შავი ფული ამერიკიდან, ევროპიდან შესაძლებელია და ტაივანიდან არა?“- წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლის, გიორგი მშვენიერაძის ფეისბუქ პოსტთან დაკავშირებით, სადაც მშვენიერაძე წერს: „თუ ეს კანონი ევროკავშირის და აშშ-ის წინააღმდეგ არაა, ჩაწერონ რომ არ ვრცელდება მათგან მიღებულ დახმარებაზე და მხარს დავუჭერთ. ძალიან მარტივია“.

 

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, შავი ფული, ფულის გათეთრება, "ატკატი" ეს მთელი მსოფლიოსთვის იმდენად მძიმე თემაა, ის განცხადებები, რაც ახლა ამ კანონთან მიმართებაში კეთდება უცხოეთიდან, მხოლოდ შიდა მოხმარებისთვისაა და გაგრძელება არ ექნება. იცის ეს ოპოზიციამ, ამიტომაც არის მათი ქმედება ასეთი არაადეკვატური.

 

მისივე თქმით, მოუწევთ გიგაურებს, ლომჯარიებს და ა.შ. დაემორჩილონ ამ კანონს, რომელიც აუცილებლად დამტკიცდება.

 

„ჩვენი მე-5 კოლონა ისეა წყობიდან გამოსული, არაადეკვატურ განცხადებებზე გადავიდა: ჩაიწეროს, რომ ეს კანონი არ ვრცელდება ევროკავშირსა და აშშ-ზეო. ბრძანა გ. მშვენიერაძემ. რა გამოდის, ე.ი. შავი ფული ამერიკიდან, ევროპიდან შესაძლებელია და ტაივანიდან არა? რა პასუხს აძლევს ამ ფბ-სტატუსით უსუფაშვილების ოჯახს შავი ფული, ფულის გათეთრება, "ატკატი" ეს მთელი მსოფლიოსთვის იმდენად მძიმე თემაა, დარწმუნებული ვარ, ის განცხადებები, რაც ახლა ამ კანონთან მიმართებაში კეთდება უცხოეთიდან, მხოლოდ შიდა მოხმარებისთვისაა და გაგრძელება არ ექნება. იცის ეს ჩვენმა ოპოზიციამ, ამიტომაც არის მათი ქმედება ასეთი არაადეკვატური. მოუწევთ გიგაურებს, ხიდაშლებს, ლომჯარიებს და ა.შ. დაემორჩილონ ამ კანონს, რომელიც აუცილებლად დამტკიცდება“-წერს ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.