გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

თერჯოლის სოფელ სიქთარვის მოსახლეობა წყალს ითხოვს

11-10-2018

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიქთარვის მოსახლეობა წყალს ითხოვს. მათი თქმით, საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის წყალს ან მდინარე ძევრულადან იღებენ ან წვიმას ელოდებიან, სასმელი წყალი კი რამდენიმე კილომეტრიდან მოაქვთ.


"38 წელია სოფელს ეს პრობლემა აქვს. ხალხი ვერ იბანს, წვიმას ელოდება დასაბანად. ამხელა სოფელია, წყლის გარეშე როგორ შეიძლება იცხოვროს ადამიანმა,"- აცხადებენ ადგილობრივები.


სოფელ სიქთარვაში თერჯოლის მერის წარმომადგენელი თამაზ ბარბაქაძე ამბობს, რომ სამუშაოები დაწყებულია და სოფელ სიქთარვის მოსახლეობას წყლის პრობლემა მომავალი წლის იანვრიდან აღარ ექნება.



imedinews.ge