6-12-2017
2017-2018 წლის საახალწლო ღონისძიებისათვის ფოიერვერკების შესაძენად ქუთაისის მერიამ 13 000 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.
ტენდერში გათვალისწინებული პირობების მიხედვით, მიმწოდებელმა" 2017-2018 წლის საახალწლო ღონისძიებისათვის ფეიერვერკების შესყიდვა და თანმდევი მომსახურება - ფოიერვერკების გაშვება უნდა განახორციელოს.
მიმწოდებელი ასევე ვალდებულია ფეიერვერკების გაშვებისას იზრუნოს უსაფრთხოების ზომებზე.
წინადადების მიღება 5 დეკემბერს დაიწყო და ხვალ დასრულდება.
საახალწლო ფოიერვერკებს ქალაქის მერია 2018 წლის ბიუჯეტის სახსრებით შეიძენს.
ქალაქის სახალწლო დეკორაციებით მორთვა ამ დროისათვის მიმდინარეობს.
წყარო: newpress