გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ეკონომიკის სამინისტრო: კომპანია CCCG არ მონაწილეობს ანაკლიის პორტის მშენებლობის კონკურსში, ასევე არ წარმოადგენს კონკურსში მონაწილე კომპანიების ქვეკონტრაქტორს

1-06-2024

გვსურს, გამოვეხმაუროთ მედიის ზოგიერთ საშუალებაში გავრცელებულ ინფორმაციას ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტში ინვესტორის შერჩევის კონკურსში მონაწილე პრეტენდენტის შესახებ. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ამ ინფორმაციაში მითითებული კომპანია CCCG არ მონაწილეობს რაიმე სახით ზემოთ აღნიშნულ კონკურსში და, ასევე, არ წარმოადგენს კონკურსში მონაწილე კომპანიების ქვეკონტრაქტორს - ამის შესახებ განცხადებას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.


„განვმარტავთ, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესში მონაწილეობა მიიღო და საბოლოო წინადადება წარმოადგინა ჩინურ-სინგაპურულმა კონსორციუმმა China Communications Construction Company Limited (ჩინეთი) & China Harbour Investment Pte. Ltd (სინგაპური). აღნიშნულ კონსორციუმსა და მის ქვეკონტრაქტორ კომპანიებზე ეკონომიკის სამინისტრომ 31 მაისს გაავრცელა განცხადება და კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესში მონაწილე კონსორციუმი სანქცირებული კომპანიების სიაში არ ირიცხება. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ანაკლიის ნავსადგურის პროექტის განხორციელების წინააღმდეგ მიმდინარეობს პოლიტიზირებული კამპანია, მათ შორის, კონკრეტული მედიასაშუალებების ჩართულობით“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.