17-10-2018
ყვარელში უეფას სტანდარტების სტადიონი აშენდება. აღმაშენებლის ქუჩაზე უეფას მეორე კატეგორიის დონის სტადიონის მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვოდოკუმენტაციის შედგენაზე ტენდერი უკვე გამოცხადდა.
სატენდერო პირობების თანახმად, 22 ოქტომბერს დაიწყება და 25 ოქტომბერს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 178 335 ლარია.
„ასაშენებელი ობიექტი მდებარეობს ქ. ყვარელში აღმაშენებლის ქუჩიდან ყვარლისტბისაკენ მიმავალ გზაზე გამოყოფილ ტერიტორიაზე ფართით 75 020.00 კვ.მ 1984-1985 წლებში დაწყებული და შეჩერებული სპორტული კომპლექსის მშენებლობის ტერიტორიაზე, სადაც განხორციელდა სტადიონის ტერიტორიის შემოღობვა ცენტრალური ქუჩის მხარეს, სტადიონის მოედნის ირგვლივ სადრენაჟო სამუშაოები და მოედნის მარცხნივ და მარჯვნივ რკინა-ბეტონის ტრიბუნების მშენებლობა მაყურებელთათვის, რომელიც არ დასრულებულა და ამჟამად ექვემდებარება დემონტაჟს (შეთანხმების საფუძველზე ტრიბუნების სადემონტაჟო სამუშაოებს განახორციელებს ყვარლის მუნიციპალიტეტი). გასაწევი მომსახურება შედგება შემდეგი ოთხი ეტაპისაგან: I ეტაპი -საძიებო-კვლევითი სამუშაოების განხორციელება და პროექტის კონცეფციის ჩამოყალიბება; II ეტაპი - ესკიზური პროექტის მომზადება; III ეტაპი - დეტალურისაპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა; IV ეტაპი - საავტორო ზედამხედველობა,“-აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.