გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

დავით ბაქრაძე ხონში მხარდამჭერებს შეხვდა

19-10-2018

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე ხონის რაიონში მხარდამჭერებთან შესახვედრად და მათი პრობლემების მოსასმენად ჩავიდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტიიდან აცნობეს.


მათივე ინფორმაციით, დავით ბაქრაძესთან შეხვედრაზე ადგილობრივები სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე საუბრობენ, რეგიონში აქტუალურია ფაროსანას მიერ განადგურებული მოსავლის საკითხი, რის გამოც მოსახლეობა საბანკო დავალიანების დაფარვასაც ვერ ახერხებს. ყველაზე მთავარ პრობლემად ადგილობრივები სახელმწიფოს მხრიდან უყურადღებობას ასახელებენ.


დავით ბაქრაძის განცხადებით, “ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ადამიანების ცხოვრება უფრო გართულდა და საზოგადოება სასიკეთო ცვლილებებს ითხოვს.


„არ შესრულდა დაპირებები, ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის. ამ ყველაფერს სჭირდება შეცვლა და შეცვლის გზა არის არჩევნები. ამიტომ, 28 ოქტომბერს ჩვენი ამოცანაა, რომ შევცვალოთ ქვეყანა, ხალხი დღევანდელი უკუსვლიდან და ჭაობიდან ამოვიყვანოთ. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს გავაკეთოთ ყოველგვარი შურისძიების, დაპირისპირების, არეულობის გარეშე. საქართველოს სჭირდება მშვიდობიანი ცვლილებები და სწრედ ჩვენი პოლიტიკური ძალაა ის ძალა, რომელიც ყოველგვარი არეულობის გარეშე მშვიდობიანად გამოიყვანს ქვეყანას უძრაობიდან და წინ წაიყვანს,” -განაცხადა დავით ბაქრაძემ.



Ipn.ge