გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

სალომე ზურაბიშვილი: იმედი მაქვს, რომ საზოგადოებაში ჩემი ხედვები გავრცელდება

19-10-2018

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ფოთში მხარდამჭერებთან შეხვედრით, რეგიონებში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ვიზიტი დაასრულა.


„დღეს ვამთავრებ რეგიონებში შეხვედრებს, რომელმაც მიმიყვანა დაახლოებით 63 ქალაქში.


ამ შეხვედრებამდე იყო 15 ცენტრი, სადაც ჩვენ ხელმოწერებს ვაგროვებდით.


კიდევ იქნება 10 რაიონი თბილისში, სადაც ხვალ და ზეგ შევხვდები მოსახლეობას.


თითქმის 10 000 კილომეტრის და ამდენი შეხვედრის ფარგლებში ვეცადე გამეზიარებინა მოსახლეობისთვის თუ რა არის ჩემი ხედვა და რისთვის მოვდივარ პრეზიდენტად.


ასევე, იმედი მაქვს, რომ ჩემი ხედვები გავრცელდება საზოგადოებაში ძალიან ბევრი წინააღმდეგობის მიუხედავად.


ვთვლი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები ჰქონდა ნიკო ნიკოლაძეს, მას ჰქონდა საქართველოსთვის უაღრესად სწორი პროგრამა ყველა კუთხით, რომელიცეხება ევროპას, თანამედროევობას, მშვიდობას, განათლებას და ეს ყველაფერი მე გადმოვიტანე ჩემს პროგრამაში“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.