4-08-2024
ხულო-ზარზმის მონაკვეთის სამუშაოები ბოლო ეტაპზეა და გზის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბეშუმში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის ძალიან მკაფიო განაცხადი და დაპირება შესრულდება.
"დღეს ძალიან მკაფიოდ ითქვა, მათ შორის, ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძის მხრიდან, რომ ბოლო ეტაპზეა ხულო-ზარზმის მონაკვეთის სამუშაოები და გზის მშენებლობა დასრულდება მიმდინარე წლის ბოლომდე. ეს არის ძალიან მკაფიო განაცხადი და ეს დაპირება შესრულდება. ამაზე ძალიან მკაფიოდ ითქვა დღევანდელ დღეს ", - განაცხადა პრემიერმა.