გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ირაკლი კობახიძე: ამხელა წარმატება ჭიდაობაში, ძიუდოში, არის იმის დამსახურება, რომ დიდი ისტორიული ტრადიციები გვაქვს

12-09-2024

ამხელა წარმატება ჭიდაობაში, ძიუდოში, არის იმის დამსახურება, რომ გვაქვს ამხელა ისტორიული ტრადიციები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ძლევიჯვარში განაცხადა, სადაც ქართული ჭიდაობის ტურნირის ფინალურ შეხვედრებს დაესწრო.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღევანდელი ტურნირი ძალიან მნიშვნელოვანია.


„ჭიდაობა არის ჩვენი სიამაყე. დღეს რომ ამხელა წარმატება გვაქვს ჭიდაობაში, ძიუდოში, არის იმის დამსახურება, რომ გვაქვს ამხელა ისტორიული ტრადიციები. მე მიხარია, რომ ეს ტრადიცია გრძელდება და ამ კუთხითაც, რა თქმა უნდა, დღევანდელი ტურნირი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველა გამარჯვებულს, ყველა პრიზიორს, ყველა ჩემპიონს მინდა, მივულოცო და ყველა ორგანიზატორს მინდა, მადლობა გადავუხადო, ვინც ხელს უწყობს ამ ძალიან მნიშვნელოვანი ტრადიციის გაგრძელებას. მინდა, მადლობა გადავუხადო სლავა შერაზადიშვილს, რომელიც იყო ამ ყველაფრის სულისჩამდგმელი, ქართული ჭიდაობის ფედერაციას, ყველას, ვინც ამ საქმეს უძღვება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.