გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს

13-09-2024

საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომლითაც ეხმაურება ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას და აღნიშნავს, რომ სატელევიზიო ეთერით გასული, საქმეზე განსასჯელი პირის მიერ გაკეთებული განცხადებები სიცრუეა და მიზნად ისახავს საგამოძიებო სამსახურის დისკრედიტაციას.


„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს გამოვეხმაუროთ გუშინ ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების დეზინფორმირებას და საგამოძიებო ორგანოს დისკრედიტაციას.


გაცნობებთ, რომ ერთ-ერთი კომპანიის საჩივრის საფუძველზე, 2024 წლის 23 იანვარს, აჭარის ა/რ პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე. აღნიშნული საქმე, 2024 წლის 1 მარტს გამოძიების მიზნით გადაეცა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.


გამოძიებით დადგენილ იქნა, რომ შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე, გ.ჩ.-ს და ი.პ.-ს დაქვემდებარებაში არსებულმა კომპანიამ აიღო ვალდებულება, საზღვარგარეთ 1 155 019 ლარის ღირებულების იახტის შეძენასა და დაზარალებული კომპანიისთვის მიწოდებაზე. 2022 წლის 10 სექტემბერს მათ შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის პირობებიც არაერთხელ შეიცვალა. გ.ჩ.-ს და ი.პ.-ს მიერ არ მომხდარა დაზარალებული კომპანიისთვის ნასყიდობის საგნის მიწოდება და დღეის მდგომარეობით კომპანიისთვის დაბრუნებული თანხა შეადგენს მხოლოდ 50 000 ევროს.


გამოძიების პროცესში მოპოვებული უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე, ხსენებული პირების მიმართ, 2024 წლის 4 ივლისს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტზე დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა.


ბრალდებულების მიმართ, მოსამართლის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულია გირაო და პროკურორის ნებართვის გარეშე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის უფლების აკრძალვა. სისხლის სამართლის საქმე არსებითი განხილვის მიზნით გადაგზავნილია სასამართლოში.

დამატებით აღვნიშნავთ, რომ ბრალდებულებთან ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს ესწრებოდა მათივე ინტერესების დამცველი ადვოკატი, გამოძიების მხრიდან ბრალდებულების მიმართ ადგილი არ ჰქონია არანაირი სახის ზეწოლას ან მუქარას.


სატელევიზიო ეთერით გასული, საქმეზე განსასჯელი პირის მიერ გაკეთებული განცხადებები სიცრუეა და მიზნად ისახავს საგამოძიებო სამსახურის დისკრედიტაციას“, - ნათქვამია განცხადებაში.