გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ონის მუნიციპალიტეტში ანსამბლ „რუსთავის“ ვოკალური სოლო კონცერტი გაიმართა

8-10-2024

ონის მუნიციპალიტეტის, გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის ცენტრში ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის ,,რუსთავი" ვოკალური სოლო კონცერტი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ონის მერია ავრცელებს.


ანსამბლი ახალი შემადგენლობითა და მრავალფეროვანი ქართული პროგრამით წარსდგა ონელი მაყურებლის წინაშე.


კონცერტი მსმენელის ოვაციების ფონზე მიმდინარეობდა.


ანსამბლის “რუსთავი" ვოკალურ სოლო საღამოს ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.


ონის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლს “რუსთავი”, ასევე ღონისძიებების მხარდამჭერს - საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს თბილი, საოცრად ემოციური და დაუვიწყარი საღამოსთვის.