გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მდინარაძე ქუთაისში შეკრებილ მოსახლეობას: იმერეთი განსაკუთრებული მხარდამჭერია იმ პოლიტიკის, რასაც ღირსეული, ეროვნული, ტრადიციული ღირებულებების პატივისცემა და მხოლოდ ამ გზით ევროინტეგრაცია ჰქვია

19-10-2024

მივესალმები ყველაზე სტუმართმოყვარე, ამაყ, ლაღ, თავისუფალ ქართველებს. უდიდესი კულტურის და ტრადიციების მქონე მხარეს. ჩემი განსაკუთრებული პატივისცემა მინდა დავუდასტურო ქუთაისს, თავისუფლად შეიძლება ითქვას, საქართველოს კულტურულ დედაქალაქს, - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ქუთაისში გამართულ ღონისძიებაზე შეკრებილებს.


როგორც მან აღნიშნა, იმერეთი ეროვნული და ტრადიციული ღირებულებების პატივისცემის გზით ევროინტეგრაციის განსაკუთრებული მხარდამჭერია.


მდინარაძის თქმით, გადაჭარბების გარეშე შეიძლება თამამად ითქვას, რომ სულ რამდენიმე წელიწადში, საქართველოს მოქალაქეები იცხოვრებენ ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეებზე უკეთ და ეს პროგნოზი მსოფლიო ბანკის და სავალუტო ფონდის ციფრებს ეყრდნობა.


„იმერეთი გახლავთ განსაკუთრებული მხარდამჭერი იმ პოლიტიკის, რასაც ღირსეული, ეროვნული, ტრადიციული ღირებულებების პატივისცემა და მხოლოდ ამ გზით ევროინტეგრაცია ჰქვია.


ამავე დროს, ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის პირველი არჩევნები, როცა ვამბობთ თამამად, მსოფლიო ბანკის და სავალუტო ფონდის ციფრებზე დაყრდნობით, ასევე შეგვიძლია იგივე დავპირდეთ ჩვენს მოქალაქეებს, გადაჭარბების გარეშე ვამბობთ ამას, რომ სულ რამდენიმე წელიწადში, საქართველოს მოქალაქეები იცხოვრებენ ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყნის, მოქალაქეებზე უკეთ, ვიდრე ისინი დღეს ცხოვრობენ.


მინიმუმ, რამდენიმე ქვეყანაზე უკეთ. ალბათ, ეს რომ 10 წლის წინ, დამეთანხმებით, 10 წლის წინ ვინმეს გაეხმოვანებინა შეიძლება გიჟადაც შეგვერაცხა, მაგრამ დღეს ამას ჩვენ კი არ ვამბობთ მხოლოდ, ამას ამბობს მსოფლიო ბანკი და სავალუტო ფონდი, ამიტომ, ჩვენ შეგვიძლია ამ მიმართულებითაც ვიყოთ ამაყები“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.