გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

დავით კოდუა: ანა წითლიძემ ზუგდიდში საკუთარი უბანში არჩევნები წააგო, თავისი ჭიშკრის მეზობლების ნდობაც კი ვერ დაიმსახურა

27-10-2024

„ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის სარჩევნო შტაბის უფროსმა ანა წითლიძემ საკუთარ საარჩევნო უბანზე არჩევნები წააგო.


წითლიძემ ზუგდიდის 21-ე საარჩევნო უბანზე მოსული 904 ამომრჩევლიდან მხოლოდ 136 ხმა აიღო, ქართულ ოცნებას კი 414-მა ადამიანმა დაუჭირა მხარი.


„რაც შეეხება მოქმედ დეპუტატს, თუ ყოფილ დეპუტატს ანი წითლიძეს, ამ ქალაქში მან სრულად დაკარგა ნდობა, მათ შორის თავის უბანშივე წააგო. მან თავისი ჭიშკრის მეზობლების ნდობაც კი ვერ დაიმსახურა თავის უბანში. ისინი არიან გარიყული ძალა. ჩვენმა მოსახლეობამ მათ საბოლოოდ უთხრა უარი და დარწმუნებული ვარ ზუგდიდელები ყოველთვის უარს ეტყვიან იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ქალაქში ცხოვრებას გვიკრძალავდნენ" – განაცხადა დავით კოდუამ დღეს მედიისთვის მიცემულ კომენტარში.


ჯამში ზუგდიდის მასშტაბით „ქართულმა ოცნებამ" 50,85 პროცენტი აიღო (27 789 ხმა), კოალიცია ცვლილებებისთვის 19,84% (10842 ხმა), „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" – 12,97% 7064 ხმა), „გახარია-საქართველოსთვის" 6,48% (3542 ხმა).