ხუთშაბათი, მაისი 22, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
გია აბაშიძე: ახლოვდება ის დრო, როდესაც საქართველოს საჯარო სივრცეში კონსტრუქციული ოპოზიციური პარტიები და პასუხისმგებლიანი არასამთავრობოები ხავერდოვნად განდევნიან გარედან დაფინანსებულ მჩხავანა რევანშისტებს

9-11-2024

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ეხმიანება, „პრაიმ ტაიმის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას,სადაც საუბარია იმაზე, იცრუეს თუ არა ე.წ მდიდარმა ენჯეოებმა “გამჭვირვალობის კანონის” სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრებასთან დაკავშირებით, რამდენადაც მათი წყაროს ინფორმაციით, საჩივარი ამ დრომდე არ გაგზავნილა.


აბაშიძის განცხადებით, საინტერესოა რა პასუხს გასცემენ ენჯეოები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ახლოვდება ის დრო, როდესაც საქართველოს საჯარო სივრცეში კონსტრუქციული ოპოზიციური პარტიები და პასუხისმგებლიანი არასამთავრობოები ხავერდოვნად განდევნიან გარედან დაფინანსებულ რევანშისტებს.


„ნაცენჯეოებისადმი" უკვე ორი მთავარი შეკითხვაა - როდის გამოქვეყნდება 2024-ის PVT და გაიგზავნა თუ არა საჩივარი სტრასბურგში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე? თუ პასუხია, რომ არა და იმიტომ, გასაგებია ფსევდოების პოზიცია, ხოლო გავგზავნეთ და ჯერ არ განხილულაზე კი, საინტერესოა ამის დოკუმენტური მტკიცებულება თვით სტრასბურგის რეესტრიდან. ახლოვდება ის დრო, როდესაც საქართველოს საჯარო სივრცეში კონსტრუქციული ოპოზიციური პარტიები და პასუხისმგებლიანი არასამთავრობოები ხავერდოვნად განდევნიან გარედან დაფინანსებულ მჩხავანა რევანშისტებს,” - წერს გია აბაშიძე.