გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სამტრედიის სავაგონო დეპოში მუშაობის დროს კაცი გარდაიცვალა

7-11-2018

სამტრედიის სავაგონო დეპოში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, 60 წლამდე კაცი გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა დასახელდა. ინფორმაციას "ნიუპრესი" ავრცელებს.


"რკინიგზელთა ახალმა პროფკავშირების" თავმჯდომარის მოადგილე ილია ლეჟავა ამბობს, რომ პროფკავშირები ამოწმებენ ხომ არ აქვს გარდაცვალებასთან კავშირი რკინიგზაში არსებულ მძიმე პირობებს.


"ამ ეტაპზე ცნობილია, რომ გულის შეტევით გარდაიცვალა. სპეციალისტები მუშაობენ და დაადგენენ, იყო თუ არა არსებული მძიმე შრომითი პირობები გარდაცვალების მიზეზი. ეს ადამიანი წლების განმავლობაში მუშაობდა რკინიგზაში და კარგად არის ცნობილი, რა მდგომარეობაა რკინიგზაში. ამიტომ ხდება დადგენა. ამასთან, 2016 წელს სადაზღვევო პაკეტიდან ამოიღეს სიცოცხლის დაზღვევის კომპენსაცია. წინა წლებში კომპენსაცია 3000 ლარის ოდენობით გაიცემოდა, მიუხედავად იმისა, რა იქნებოდა გარაცველების მიზეზი. ვცდილობთ, დავეხმაროთ ოჯახს კომპენსაციის მიღებაში", - განაცხადა ილია ლეჟავამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ კაცის გარდაცვალებაზე გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.


imedinews.ge