შაბათი, ივნისი 28, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
ყვარელში სასტუმრო გაიხსნება

13-11-2018

სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“  სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტს ახალი ბენეფიციარი  შპს „ყვარელი პალასი“ შეემატა.

 

ქალაქ ყვარელში, ჩალის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, 40 ნომრიანი სასტუმრო აშენდება, რომელიც მომავალი წლის მარტიდან გაიხსნება.

 

ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, სასტუმროში და მის ტერიტორიაზე სხვადასხვა სარელაქსაციო და გასართობი სივრცეები იქნება, კერძოდ: ტბის გარშემო არსებული  სატრენაჟორო დარბაზი, საცურაო კომპლექსი, სპა, მასაჟის კაბინეტი, საუნა, თურქული აბანო,  წყლის თხილამური,ველოტრასა და დაგეგმილია ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების მქონე საკონფერენციო დარბაზის გახსნა.

 

კომპანიის შპს „ყვარელი პალასი“ მიზანია კახეთის რეგიონის, ასევე ქართული კულტურის  პოპულარიზაცია, როგორც მეზობელი ქვეყნების, ასევე ევროპიდან ჩამოსული სტუმრებისათვის. სასტუმროს მენეჯმენტი ორიენტირებულია ჰყავდეს როგორც კმაყოფილი მომხმარებელი, ასევე ლოიალური და მოტივირებული თანამშრომლები. აღნიშნული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 8 500 000 ლარს შეადგენს და  პირველ ეტაპზე 80-მდე ადამიანი დასაქმდება.

 

მიმდინარე წლის ოქტომბრის თვის მონაცემებით, „აწარმოე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, სულ 2014 წლიდან მხარდაჭერილია 418 პროექტი (მოიცავს ინდუსტრიულ, სოფლის, სასტუმროს და ქონების მიმართულებებს), რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა  1 მილიარდ ლარზე მეტია. საიდანაც კომერციული ბანკების მიერ დამტკიცებული  სესხების მოცულობა ჯამში 547 მლნ ლარზე მეტია. აღნიშნული პროექტებით სულ შეიქმნება 15,900-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი.