გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

აბასთუმანი სამხრეთ კავკასიაში პირველი დასახლება იქნება, სადაც მხოლოდ ელექტრომობილები ივლიან

19-11-2018


ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, ასეთი ტიპის ინფრასტრუქტურა, სადაც დაზიანებულია კედლები, იატაკი, არის ღია სივრცეები -შეიძლება დაგროვდეს ბაქტერიები, რომელიც გარემოს უქმნის საფრთხეს.


"4 წელზე მეტი ვეძებდით ინვესტორს, რომელთანაც მონაცვლეობას გავაკეთებდით. ამ ძველი ინფრასტრუქტურის სანაცვლოდ აგვიშნებედნენ ახალს, მაგრამ ეს ვერ შევძელით. მაგრამ სამაგიეროდ საქველმოქმედო ფონდის საშუალებით შევძელით გაცვლის გარეშე. ის ააშენებს ახალ ინფრასტრუქტურას ასეთი პაციენტების სარეაბილიტაციო ცენტრისთვის და გადასცემენ სახელმწიფოს", - განაცხადა დავით სერგეენკომ.


საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელსაც მინისტრი ახსენებს, "ქართუ ფონდია". ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით, აბასთუმანში ახალი მრავალფუნქციური სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება, სადაც ტუბერკულიოზის გარდა, ფილტვის სხვა პრობლემებსაც უმკურნალებენ. ახალი ნაგებობა მოქმედი საავადმყოფოდან მოშორებით, აბასთუმნის შესასვლელში განთავსდება და 100 პაციენტზე იქნება გათვლილი. მათ, ვისაც სიახლე ეხებათ, იციან, რომ ახალი მდებარეობა გამოკვლეულია და გარემო სამკურნალო სტანდარტებს სრულად შეესაბამება.  


მზადება უკვე დაწყებულია ტურისტების ახალი ნაკადების მისაღებადაც. აბასთუმნის ცენტრში აშენდება უმაღლესი კლასის და მსოფლიო სტანდარტების სასტუმრო პარაგრაფი, რომლის ანალოგი საქართველოში, შეკვეთილში უკვე არსებობს. მშენებლობის პროცესში დაახლოებით 350 ადამიანი დასაქმდება, დასრულების შემდეგ კი მუდმივ სამუშაოს 250-მდე ადამიანი მიიღებს. გეგმის მიხედვით, მათი მინიმუმ 80% ადგილობრივი იქნება. მხოლოდ ამ კონკრეტული პროექტისთვის ინვესტორი 30 მილიონ ამერიკულ დოლარს ხარჯავს. 


ქვეყნის სავიზიტო ბარათად აბასთუმანს ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი ინიციატივა აქცევს. ის უნდა იყოს სამხრეთ კავკასიაში პირველი ქალაქი, სადაც მხოლოდ ეკოტრანსპორტი იმოძრავებს. გენერალური გეგმა უკვე მზად არის, ახლა მუშაობა სატრანსპორტო სქემის ორგანიზებაზე მიმდინარეობს იმისთვის, რომ ეს დასახლება გამჭოლი სატრანზიტო გზის ნაწილი არ გახდეს და დაცული იყოს ურბანული სიმყუდროვე. 


აბასთუმანში ტურისტებიც და ადგილობრივებიც ელექტრომობილებით ისარგებლებენ, ხარჯებს კი ისევე როგორც სხვა შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილი ფარავს. მისი დაფინანსებით უკვე დაწყებულია მშენებლობები და ინფრასტრუქტურის მოწყობა.


imedinews.ge