გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

მაშველებმა ადიდებული რიონიდან 7 ადამიანი გამოიყვანეს

11-12-2017

ვანში მაშველებმა ადიდებული რიონიდან 7 ადამიანი გამოიყვანეს.

როგორც შსს-ს საგანგებო სამსახურში აცხადებენ,  რომ  შეტყობინება „112“-დან შემოვიდა, რომლის თანახმად, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუამთაში, მდინარე რიონის ადიდების შედეგად წარმოქმნილ ხელოვნურ კუნძულზე დარჩენილი 7 პირი ნაპირზე გამოსვლას ვეღარ ახერხებდა. 


მაშველებმა შეტყობინებაზე  ოპერატიული რეაგირება მოახდინეს.

ვანის სამაშველო ჯგუფმა და იმერეთის ხანძრის ქრობისა და საავარიო სამაშველო სამუშაოების მართვის განყოფილების თანამშრომლებმა წყალზე სამაშველო ტექნიკის გამოყენებით, მდინარეში მყოფი  შვიდივე პირი ნაპირზე უსაფრთხოდ გამოიყვანეს.

წყარო: newpress