გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

„ქართული ოცნება“ მარტვილში განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

24-11-2018

პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, მარტვილში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„მნიშვნელოვანი პროექტები მარტვილში 2013-2018 წლები:

• რეაბილიტირდა 109.2 კმ გზა

• აშენდა და რეაბილიტირდა 27 ხიდი

• განხორციელდა წყალმომარაგების 2 პროექტი

• აშენდა 1 საჯარო და 1 დაწყებითი სკოლა, შენდება 1 საჯარო სკოლა

• რეაბილიტირდა 30 სკოლა

• აშენდა 5 და რეაბილიტირდა 17 საბავშვო ბაღი

• უფასო ტრანსპორტით უზრუნველყოფილია 37 სკოლის 1863 მოსწავლე

• სკოლის მოსწავლეები უზრუნველყოფილნი არიან
უფასო სახელმძღვანელოებით

• შეიქმნა 3 საწარმო

• დაფინანსდა მიკრო და მცირე მეწარმეობის 38 პროექტი

• შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა 115-მა პირმა

• დაფინანსდა ხეხილის 6 ბაღის გაშენება

• შეიქმნა 14 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი

• აგროდაზღვევის ფარგლებში მოსავალი დააზღვია 155-მა პირმა. დაზღვეულ იქნა 244 000 ლარის მოსავალი

• დაფინანსდა ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია

• პროექტ „მობილური ექსტენციის" ფარგლებში 17 სოფელში 750-მდე ფერმერს გაეწია კონსულტაცია

• ყველა მოქალაქისთვის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის მიზნით ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა

• შესაძლებელი გახდა C ჰეპატიტით დაავადებული ყველა მოქალაქის უფასო მკურნალობა

• ინჩხურსა და კიწიაში აშენდა ამბულატორიები
• განახლდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი

• დაიწყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომელთა ხელფასების მატება

• ყოველი მესამე და შემდეგი ბავშვის დაბადებისთვის დაწესებული ფულადი დახმარება უკვე მიიღო 320-მა ბავშვმა, ჯამში გაიცა 850 650 ლარი

• სახლი მიწის ნაკვეთით გადაეცა 27 დევნილ ოჯახს (პროგრამა „სოფლად სახლი“ )

• საცხოვრებელი ფართი დაუკანონდა 55 დევნილ ოჯახს.

• გაზიფიცირდა 3 335 აბონენტი. 2019 წელს ქალაქ მარტვილში გაზიფიცირდება ყველა დარჩენილი უბანი.2020 წელს სამეგრელოს გაზიფიცირება მთლიანად დასრულდება

• განახლდა პოლიციის ავტოპარკი. განახლების პროცესი გრძელდება

• მარტვილის კანიონზე მოეწყო ეკოტურისტული
ინფრასტრუქტურა:
დასაქმებულთა რაოდენობა 50-დან 140-მდე გაიზარდა
ვიზიტორთა რაოდენობა 4-ჯერ გაიზარდა


• ჩატარდა ნოღას ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოები

• მარტვილში გაიხსნა ტურიზმის ახალი
საინფორმაციო ცენტრი

• სოფელ სერგიეთში რეკონსტრუქცია ჩაუტარდა საფეხბურთო სკოლას და მოეწყო მოედანი

• წლის ბოლომდე გაიხსნება იუსტიციის სახლი.“