3-12-2018
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გორის პარკში 14 წლის წინ გაუჩინარებული, 12 წლის ზ.ბ.-ს ძებნის ამსახველი ვიდეოკადრები გაავრცელა.
ზ. ბ.-ს სამძებრო სამუშაოებს გორის კულტურისა და დასვენების პარკში ეძებენ. კადრებში ჩანს, როგორ იწყებენ მიწის თხრას, სადაც სავარაუდოდ ცხედარია.
შსს-ს ცნობით, უკვე ჩატარებულია საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც იაგო ნებიერიძემ მოზარდის სხეულის სავარაუდო ადგილსამყოფელი მიუთითა. პოლიციამ დაუყოვნებლივ დაიწყო მითითებული ტერიტორიის შემოწმება.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს ტექნიკისა და ექსპერტების დახმარებით, ადგილზე უკვე ჩატარდა გეოსკანირება, რომელმაც პოლიციას დამატებითი ინფორმაცია მისცა ნიადაგზე სხვადასხვა დროს განხორციელებული ზემოქმედების შესახებ. დადგენილია რამდენიმე სავარაუდო ადგილი, სადაც ამჟამად მიწის გათხრის სამუშაოები მიმდინარეობს.
იაგო ნებიერიძე გორში 8 წლის გოგოს მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული.
14 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვის შესახებ ინფორმაციამ ხელახლა 8 წლის ნანა ბერიაშვილის მკვლელობის შემდეგ გაიჟღერა. დაკარგული მოზარდის დედა ვარაუდობს, რომ საქმეში იაგო ნებიერიძე ფიგურირებს, თუმცა მას გამოძიებამ თავის დროზე ბრალი სხვა მუხლით წაუყენა.