გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ფოთში ნიკო ნიკოლაძის მემორიალური დაფა გაიხსნა

5-12-2018

ფოთში, ნიკო ნიკოლაძის კოშკში ნიკო ნიკოლაძის მემორიალური დაფა გაიხსნა და მოეწყო გამოფენები – „ფოთის თვითმმართველობა და ნიკო ნიკოლაძე“, „ფოთის ნავსადგური 160 წლისაა“.


საზეიმო გახსნას ფოთის ხელისუფლების წარმომადგენლები, საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები დაესწრნენ. გამოფენა ნიკოლაძის კოშკში ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.


„პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია გვახსოვდეს ჩვენი წარსული. ვფიქრობ, ფოთი იღბლიანი ქალაქია, რომ აქვს ასეთი ლამაზი შენობა და ჩვენც პატივი გვერგო, წვლილი შევიტანოთ ისტორიის შენარჩუნებასა და გაცოცხლებაში. ამასთან, მხარი დავუჭიროთ იმ ადამიანებს, რომლებმაც დიდი ძალისხმევა ჩადეს საინტერესო ღონისძიების ჩატარებაში, რათა გვეჩვენებინა ისტორიის ეს მნიშვნელოვანი მონაკვეთი ახალგაზრდებისთვის. მათ უნდა იცოდნენ, საიდან მოდიან“, – აცხადებს საზღვაო ნავსადგურის გენერალური დირექტორი კლაუს ჰოლმ ლაურსენი.


1tv.ge