გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ფოთში ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის მინაშენზე ხარვეზს სამშენებლო კომპანია უახლოეს დღეებში აღმოფხვრის

13-12-2018

ფოთში ნიკო ნიკოლაძის მემორიალური სახლ-მუზეუმის მინაშენზე გამოვლენილ ხარვეზს სამშენებლო კომპანია უახლოესი დღეების განმავლობაში აღმოფხვრის,- ამის შესახებ განცხადებას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.


სააგენტოს განცხადებით, მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „ტაოტბელი“ იმ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების საფუძველზე განახორციელებს, რომელიც მას „საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდთან“ აქვს გაფორმებული.


ფოთის მემორიალური კოშკის თანამედროვე დიზაინის მინაშენში ნალექმა ძლიერი წვიმების შედეგად გაჟონა. შენობის პირველადი დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ წყალმა ინტერიერში შემინული ფასადიდან შეაღწია. ბუნებრივ ნალექს ისტორიული არქიტექტურული ნაგებობა არ დაუზიანებია.


კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეიდან დაიწყო და ის სავარაუდოდ, მიმდინარე კვირის ბოლომდე გაგრძელდება.


1tv.ge