გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

სალომე ზურაბიშვილი „რუხის სავაჭრო ცენტრში“ ინოვაციების ცენტრს ესტუმრა

6-01-2019

„საპარტნიორო ფონდის“ შვილობილ კომპანია „რუხის სავაჭრო ცენტრში“ არსებულ ინოვაციების ცენტრს საქართველოს პრეზიდენტი ესტუმრა. სალომე ზურაბიშვილი ინოვაციების ცენტრის მუშაობის სპეციფიკას და ტექნოპარკის მიზნებს გაეცნო. პრეზიდენტი ტრენინგებზე შეკრებილ ბავშვებს გაესაუბრა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.


შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კერძო კომპანიები ამ სივრცის გამოყენებით საკუთარ ბიზნეს საქმიანობას ავითარებენ და ყოველდღიურად იღრმავებენ საჭირო ცოდნას, როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში, ასევე, მეწარმეობის განვითარების მიმართულებით.


პრეზიდენტს ტრენინგებზე შეკრებილმა ახალგაზრდებმა ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით ამობეჭდილი საქართველოს დროშა უსახსოვრეს.


სალომე ზურაბიშვილმა „რუხის სავაჭრო ცენტრი“ დაათვალიერა. საოკუპაციო ხაზიდან 600 მეტრში მდებარე რუხი მოლის ფუნქციები პრეზიდენტს სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ, ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებმა და „რუხის სავაჭრო ცენტრის“ დირექტორმა დავით მაჭავარიანმა გააცნო.