« ივლისი 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |
9-01-2019
ოზურგეთში, ი. შემოქმედელის ერთ-ერთ ჩიხში, ახალგაზრდა მამაკაცი პოლიციამ მას შემდეგ დააკავა, რაც 112-ში მისი ზარი შევიდა.
ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, დაახლოებით 30 წლამდე მამაკაცმა, რომელიც ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა, სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახა.
გამოძახების მიზეზად კი, ცოლის მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა დაასახელა -"ჩემი ცოლი გაგიჟდა, დახმარება მჭირდება".
მალევე, ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიცია ერთად მივიდა. ახალგაზრდა ქალბატონი, რომლის თაობაზეც ქმარმა 112-ში დარეკა, მათ სრულიად ჯანმრთელი დახვდათ. მთვრალმა მამაკაცმა პოლიციელების დანახვაზე გაღიზიანება ვერ დამალა და ერთ-ერთ სამართალდამცველს ფიზიკურად გაუსწორდა.
ცრუ შეტყობინებისა და პოლიციის ცემის გამო, მამაკაცი დააკავეს. მას წინასწარი ორთვიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.