გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

იუსტიციის სამინისტრო „რუსთავი 2“-ს სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს

15-01-2019

იუსტიციის სამინისტრო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ დღეს, 15 იანვარს გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.


როგორც უწყებაში აცხადებენ, მედიასაშუალებამ საინფორმაციო გამოშვებაში მოამზადა მასალა, რომელიც ირლანდიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში იძულებით დაბრუნებას ეხებოდა. კომენტარში ირლანდიაში მცხოვრები ემიგრანტი აცხადებდა, რომ ქართველების დეპორტაციის საკითხი ირლანდიის ხელისუფლებამ ქართულ მხარესთან დეკემბერში შეათანხმა, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ვიზიტისას.


„მიუხედავად იმისა, რომ მინისტრის მივლინებების შესახებ ინფორმაცია საჯაროა და ტელეკომპანიას შეეძლო, დაეზუსტებინა − იმყოფებოდა თუ არა თეა წულუკიანი ირლანდიაში გასული წლის დეკემბერში, სამწუხაროდ, კომენტარი ეთერით ისე გადაიცა, რომ ჟურნალისტი არ დაკავშირებია იუსტიციის სამინისტროს პრესისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს და არ უცდია გადამოწმება, იმყოფებოდა თუ არა ირლანდიაში თეა წულუკიანი გასული წლის დეკემბერში. შედეგად, „რუსთავი 2-ის“ მაყურებელმა მოისმინა ცრუ ინფორმაცია თეა წულუკიანის ვიზიტზე ირლანდიაში, რომელიც არ შემდგარა, და ამ არარსებული ვიზიტისას განხილულ საკითხებზე.

იუსტიციის სამინისტრო განმარტავს, რომ თეა წულუკიანის ბოლო ვიზიტი ირლანდიაში შედგა 2014 წლის 8-9 მაისს. მინისტრმა „ღია მმართველობისპარტნიორობის“ ევროპის რეგიონულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.


სამწუხაროა, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2-მა“ არ ჩათვალა საჭიროდ იუსტიციის მინისტრის ირლანდიაში ვიზიტის ფაქტის გადამოწმება და ტელევიზიის მაყურებელმა ეთერიდან მოისმინა ცრუ ინფორმაცია, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება“-აცხადებენ სამინისტროში.