8-02-2019
ბაკურიანში ავტომობილის დაჯახების შედეგად დაშავებული ორი ქვეითად მოსიარულე მოქალაქიდან ერთ-ერთი - 30 წლის ქალი გორში, კლინიკა "გორმედში" გადაიყვანეს. საავადმყოფოს რეანიმაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელის, დავით ყაზაიშვილის განცხადებით, პაციენტი კლინიკაში სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებებით შეიყვანეს, მისი მდგომარეობა ამ დრომდე უკიდურესად მძიმეა.
„პაციენტი შემოსულია შემდეგი დაზიანებებით: ქალა-ტვინის მძიმე ტრავმა, თავის ტვინის დაჟეჟილობა, ტრავმული სისხლჩაქცევა მარჯვენა შუბლ-თხემ-საფეთქელში, მკერდის დახურული ტრავმა ფილტვების დაჟეჟილობით, მუცლის დახურული ტრავმა, მცირე მენჯის მოტეხილობა, მენჯის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, ბარძაყის ძვლის მოტეხილობა მარცხნივ დიდი ზომის რეტროპერიტონიალური სისხლჩაქცევით, თავის ტვინის მძიმე შეშუპება. ჩაუტარდა ორმხრივი დეკომპრესიული ტრეპანაცია, ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე“, - განაცხადა ,,გორმედის“ ქსელის რეანიმაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დავით ყაზაიშვილმა.