გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

პოლიციამ ოზურგეთში მომხდარი გახმაურებული მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით ძებნილი პირი დააკავა

8-02-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი, 1969 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი კ.მ. დააკავეს.


ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი კ.მ. მიმდინარე წლის 8 თებერვალს, სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი საქართველოში შემოღწევას ცდილობდა.


დაკავებულმა კ.მ.-მ 2017 წლის 20 ივლისს, ოზურგეთის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე, მანქანაში მსხდომ ორ პირს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ორივე დაჭრილი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.


მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, კ.მ.-ს ბრალეულობა დადგინდა და 2017 წლის 11 დეკემბერს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე კ.მ.-ზე ძებნა გამოცხადდა.


გამოძიება საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.