გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

სამტრედიაში გაზის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა

20-02-2019

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლებში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მეფარიშვილების საცხოვრებელი სახლი აფეთქდა.შემთხვევის დროს სახლში ოჯახის უფროსი, 58 წლის ნუკრი მეფარიშვილი იმყოფებოდა, რომელმაც სხეულის ზედა ნაწილის დამწვრობა მიიღო.


ადგილზე მუშაობდა 2 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.


ადგილობრივების განცხადებით, ნგრევისა და აფეთქების ხმა 1 კილომერტის რადიუსით გავრცელდა.


ადგილზე მუნიციპალიტეტის მერი, ვალერი ფოცხვერია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.


როგორც მერმა განაცხადა, დაზარალებულ ოჯახს, მერიის მხრიდან შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალური დახმარება გაეწევა.


ამ ეტაპზე დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.


შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 229-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ენერგორესურსით სარგებლობის წესების დარღვევას გულისხმობს.