გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ახმეტის მე-3 საბავშვო ბაღი იხურება

20-02-2019

ახმეტის მუნიციპალიტეტის მე-3 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებას წყვეტს. მერიაში განმარტავენ, რომ სააღმზრდელო დაწესებულების დახურვის მიზეზი შენობაში შექმნილი მძიმე ინფრასტრუქტურული პრობლემებია, რომლის მოსაგვარებლად თვითმმართველობას ფინანსური სახსრები არ გააჩნია.


ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ზაზა მიგრიაული განმარტავს, რომ საბავშვო ბაღი ვერცერთ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს.


მისივე თქმით, დაწესებულება მომუშავე პერსონალთან ერთად მე-2 სააღმზრდელო დაწესებულებას შეუერთდება, რომელიც ევროპულ სტანდარტებს აკმაყოფილებს.


,,შენობას სჭირდება რემონტი, რისთვისაც საჭიროა ფინანსები. ჩვენ არ გვაქვს ბიუჯეტში ეს თანხა. მე-2 საბავშვო ბაღი კი, რომელიც აკმაყოფილებს სტანდარტებს, დაუტვირთავია. ასევე, ბაღებს შორის მანძილი 200 მეტრია და მშობლებს არ ექნებათ ბავშვების ტარების პრობლემა‘’,- განაცხადა ზაზა მიგრიაულმა.


კახეთის ხმა