გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

სენაკის მერია მოსახლეობისგან სასურველი პროექტების დასაფინანსებლად მოსაზრებებს ისმენს

28-02-2019

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დამატებით გამოყოფილი თანხით დასაფინანსებელი პროექტების შერჩევასთან დაკავშირებით, მოსახლეობასთან საერთო კრებების/კონსულტაციების მეორე ეტაპი გრძელდება.


სენაკის მუნიციპალიტეტის მენჯის, ხორშის, ეკის, უშაფათისა და ზანის ადმინისტრაციულ ერთეულებში გამართულ საერთო კრებებს/კონსულტაციებს მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ადმინისტრაციულ ერთეულებში საქმიანობის კოორდინაციის განყოფილების უფროსი დალი შონია, მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მენჯის, ხორშის, ეკის, უშაფათისა და ზანის მაცხოვრებლები დაესწრნენ.


10 ადმინისტრაციულ ერთეულში დამატებით დასაფინანსებელი პროექტები უკვე შერჩეულია.


მოსახლეობა თავად ირჩევს სოფლის პრიორიტეტებს, რითაც ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად აქტიურად მონაწილეობს სოფლის განვითარების უმნიშვნელოვანეს პროცესებში.