28-02-2019
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ორგანიზებით, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზში, მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეთა მონაწილეობით, მხატვრული კითხვის კონკურსი გაიმართა.
ღონისძიებაზე, რომელიც მხატვრული კითხვის ხელოვნების პოპულარიზაციასა და ამ კუთხით, ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენას ემსახურება, კონკურსის მონაწილეებმა ლექსი და მინიატურული პროზა, ან პროზაული ნაწარმოებიდან ნაწყვეტი წარმოადგინეს. ჟიურის გადაწყვეტილებით, პირველი ადგილი წილად ერგო პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეს ნიკოლოზ კაჭარავას. მეორე ადგილზე მე-3 და მე-7 საჯარო სკოლების მოსწავლეები - დაჩი გუნია და მაია ქობალია გავიდნენ. ხოლო მე-3 ადგილი წილად ხვდათ ძველი სენაკისა და თამარ ესებუა და ნოსირის საჯარო სკოლების მოსწავლეებს - თამარ ესებუასა და ირაკლი სირიას. გამარჯვებულ კონკურსანტებს მუნიციპალიტეტის მერიის სპეციალური სიგელები გადაეცათ.