გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სამართალდამცველებმა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მომხდარ ინციდენტში მონაწილე 5 პირი დააკავეს

3-03-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მომხდარ ინციდენტში მონაწილე 5 პირი - 1987 წელს დაბადებული რ.წ., 1990 წელს დაბადებული ე.ა., 1995 წელს დაბადებული ტ.ქ., 1995 წელს დაბადებული დ.ქ. და 1995 წელს დაბადებული გ.ტ. დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები 2 მარტს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილეობდნენ. დაპირისპირების შედეგად, სხეულის დაზიანება მიიღო ხუთმა პირმა, ორი მოქალაქე - 1994 წელს დაბადებული გ.ჩ. და 1978 წელს დაბადებული ი.ბ. კი დაიჭრა. დაშავებულებს სამედიცინო დახმარება კლინიკაში გაეწიათ, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პოლიციამ ერთ-ერთი დაკავებულის, გ.ტ.-ს პირადი ჩხრეკისას, ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო, რომელსაც შესაბამისი ექსპერტიზა უტარდება.


სამართალდამცველები აგრძელებენ ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს ინციდენტში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით.


გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, იარაღის გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 117-ე მუხლით, 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.