15-03-2019
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით, ახალგორის შესასვლელში არსებული ე.წ. გამშვები პუნქტი
, რომელიც 11 იანვრიდან პარალიზებული იყო, რამდენიმე წუთის წინ გაიხსნა.
"ახალგორის მიმართულებით გადაადგილება ორმხრივად აღდგა. ოკუპირებულ დაბაში ორთვიანი იძულებითი იზოლაციის შემდეგ, მოქალაქეებმა უკვე შეძლეს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა, ასევე, ის ადამიანები, ვინც დაბაში საკუთარ სახლებსა თუ სამსახურებში ვერ შედიოდნენ, დღეიდან გადაადგილებას შეძლებენ. ამ ორთვიანმა შეზღუდვამ საკმაოდ დააზარალა როგორც ახალგორში დარჩენილი მოსახლეობა, ასევე ისინიც, ვინც აქეთაა და შესვლას ვერ ახერხებდა. მითუმეტეს, ახლა საგაზაფხულო სამუშაოები იწყება სოფლად და ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ამ ადამიანებმა შეძლონ საკუთარ სახლებში ჩასვლა", - ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა.
დე ფაქტო რეჟიმის გადაწყვეტილებით, ოკუპირებული რეგიონის შესასვლელში არსებული ე.წ. გამშვები პუნქტი 11 იანვარს ჩაიკეტა, მიზეზად კი, საქართველოს ცენტრალური ხესლისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გავრცელებული ვირუსული ინფექციები დასახელდა.