გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

პოლიციამ ზესტაფონში მომხდარი ქურდობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

15-03-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზესტაფონის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1972 წელს დაბადებული ზ. ლ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.


დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ ზესტაფონში შპს „ნატახტარი“-ს საწყობის ეზოში, ამავე კომპანიის კუთვნილი ავტომანქანებიდან საბურავები, აკუმულატორები და სხვადასხვა დასახელების სათადარიგო ნაწილები მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.


სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.