19-03-2019
რუსი ოკუპანტების მიერ სოფელი დიციდან გატაცებული ახალგაზრდა კაცი გათავისუფლებულია . ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს.
გივი ბერუაშვილი 17 მარტს, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის დააკავეს.
ახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით ამოქმედდა ცხელი ხაზი და ეცნობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.