გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

სენაკში ,,დანერგე მომავლის" ფარგლებში 6 ჰექტარზე ლურჯი მოცვის პლანტაცია გააშენეს

19-03-2019

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სენაკის მუნიციპალიტეტის ფოცხოს ადმინისტრაციულ ერთეულში ლურჯი მოცვის პლანტაცია დაათვალიერა.


სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი ,,აგროთემა“ 6 ჰექტარ ფართობზე ლურჯი მოცვის ბაღს აშენებს. პროექტი ,,დანერგე მომავლის" ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. კოოპერატივმა ,,აგროთემამ“ 100 000 ლარამდე სახელმწიფო დაფინანსება მიიღო, რომელიც კენკროვანი კულტურის ნერგებისა და თანამედროვე წვეთოვანი სარწყავი სისტემისთვის იყო განკუთვნილი. კოოპერატივი სამომავლოდ ბაღის გაშენებას დამატებით 4 ჰექტარზე გეგმას და საერთო ჯამში 10 ჰექტარზე მოცვის წარმოებას აპირებს.


პლანტაციის დათვალიერების შემდეგ სახელმწიფო რწმუნებული კოოპერატივის მიერ დასაქმებულ ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა და მათ სოფლის მეურნეობის დარგში არსებული სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამები გააცნო. პლანტაცია უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით ეწყობა, სამუშაოზე დასაქმებულია 50-მდე ადგილობრივი.


ამ ეტაპზე, აქტიურ ფაზაშია, ლურჯი მოცვის სახეობების - ლეგასის, ბლუგოლდის, გლუკროპისა და სხვა ჯიშების გაშენების პროცესი.