გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ზარზმის სკოლის რეაბილიტაცია დაიწყო

20-03-2019

მუნიციპალური განვითარების ფონდმა ადიგენის მუნიციპალიტეტში სოფელ ზარზმის სკოლის რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება მილიონ ლარზე მეტია.


სამუშაოები ითვალისწინებს არსებული სკოლის სრულ რეაბილიტაციას, კერძოდ, საკლასო ოთახების, საპირფარეშოების, სპორტული მოედნების და ეზოს ტერიტორიის კეთილმოწყობას. ასევე, იგეგმება გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემების მოწყობა. სკოლები ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის.


სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება, რის შემდეგაც სოფელ ზარზმის და სოფელ უტყის უბნის 60-მდე მოსწავლეს თანამედროვე სტანდარტების შენობა ექნება. მანამდე კი, ზარზმის სკოლის მოსწავლეები სოფელ მლაშეს საჯარო სკოლაში აგრძელებენ სწავლას.

მუნიციპალური განვითარების ფონდს 2019-2020 წლებში, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, დაგეგმილი აქვს 29 სკოლის მშენებლობა, ათეულობით სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის კომპონენტის გაძლიერება.