გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ახალქალაქის ბაზრის დირექტორი და კონტროლიორი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

28-03-2019

ახალქალაქის ბაზრის დირექტორისა და კონტროლიორის გამატყუნებელი განაჩენი მათმა ადვოკატმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩირა, თუმცა ვიდრე მეორე ინსტანციაში მოსამართლე განაჩენს გამოიტანდა, მსჯავრდებულებთან პროკურატურამ საპროცესო გარიგება გააფორმა.

საპროცესო შეთანხმების მიხედვით, ახალქალაქის ბაზრის დირექტორს არარატ საჰარიანს და კონტროლიორ მერუჟან ოგანესიანს 2000–2000 ლარიანი ჯარიმა, ასევე პირობითი მსჯავრი შეეფარდათ.


მსჯავრდებულები მოსამართლემ სააპელაციო სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლა.



ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა შპს „ახალქალაქის აგრარული ბაზრის“ დირექტორი 21 მაისს დააკავა. საქმის მასალების მიხედვით, საჰარიანი უფროს კონტროლიორთან ერთად მოქმედებდა. პროკურატურის მტკიცებით ბაზრის დირექტორმა მოიჯარე პირს 1000 ლარი გამოართვა, ამავე ბრალდებით ოგანესიანიც დააკავეს. ორივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 221–ე მუხლით წარედგინათ, რაც ჯგუფურად კომერციულ მოსყიდვას გულისხმობს.


სამხრეთის კარიბჭე