11-04-2019
ქობულეთში, სოფელ ცეცხლაურში საერთაშორისო სტანდარტების ნაგავსაყრელი 18 თვეში უნდა ამუშავდეს. ხელშეკრულებას ხელი ბათუმში დღეს მოაწერეს.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა, 7 მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში თურქული კომპანია ''გოგსინმა'' გაიმარჯვა.
როგორ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, კომპანიას საერთშორისო გამოცდილება აქვს. უწყებაში ირწმუნებიან, რომ პროექტი ჩავარდნის საფრთხე აღარ არსებობს.
''ეს არის რეგიონისთვის მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ევროსტანდატები შესაბამისად განხორციელდება. ამ სფეროში, ევროპული მიდგომა გულისხმობს ძალიან მაღალი სტანდარტის გარემოს დაცვითი და ჯანდაცვის ღონისძიებების გატარებას. მოსახლეობასთან მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს და ეს პროცესი სამომავლოდაც გაგრძელდება. ნაგავსაყრელი არის აბსოლუტურად უსაფრთხო და მისი მშენებლობა დადგენილ ვადაში დასრულდება. კომპენსაციების სახით მოსახლეობისათვის 2 ნახევარ მილიონზე მეტი ლარი გაიცა,'' - უთხრა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე არჩილ ვანაძემ.
7 მილიონი ევროდან, 4 გრანტის სახით შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ გამოყო, 3 მილიონს კი ევროპის რეკონსტრუქციის ბანკი დახარჯავს.
პროექტით გათვალისწინებულია ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობა, მასთან მისასვლელი გზის მოწყობა, ასევე ბათუმისა და ქობულეთის არასტანდარტული ნაგავსაყრელის ეტაპობრივი დალუქვა.
შპს „ჰიგიენა 2009“-ის ყოფილი დირექტორი, ირაკლი ცეცხლაძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 2017 წლის მარტში აიყვანა.