ხუთშაბათი, ივნისი 26, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
ლაგოდეხში, სოფელ კაბალში 300 ბავშვზე გათვლილი ახალი სკოლის მშენებლობა იწყება

20-04-2019

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი 2019-2020 წლებში 150-მდე სკოლის მშენებლობას და რეაბილიტაციას განახორციელებს. ამ ეტაპზე, ფონდს უკვე გამოცხადებული აქვს 40-ზე მეტი სკოლის მშენებლობა-პროექტირებაზე და ათეულობით სკოლის რეაბილიტაციის ტენდერი. მათ შორის არის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალის 300 ბავშვიანი საჯარო სკოლა, სადაც მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი შენგელია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერთან, ჯონდო მდივნიშვილთან ერთად იმყოფებოდა.


კაბალის საჯარო სკოლის მოსწავლეებს რთულ პირობებში უწევთ განათლების მიღება. ახალი სკოლის მშენებლობის შემდეგ კი, სოფელ კაბალს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სკოლა ექნება, სადაც მოსწავლეები გამართული ინფრასტრუქტურით და კეთილმოწყობილ გარემოში შეძლებენ სწავლას. სკოლა სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სოფელ კაბალის სკოლის გარდა, ასევე დაგეგმილია ჰერეთისკარის საჯარო სკოლის მშენებლობა, რომელზეც უკვე გამოვლენილია გამარჯვებული და მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები.


გარდა ახალი სკოლების მშენებლობისა, მუნიციპალური განვითარების ფონდს 2019-2020 წლებში, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, დაგეგმილი აქვს ათეულობით სკოლის რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის კომპონენტის გაძლიერება.