გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ზურაბიშვილი: აუცილებელია ძალიან სწრაფად დაიწყოს დავით გარეჯის აღდგენა

21-04-2019

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, "ევროპა ნოსტრას" წარმომადგენლებთან ერთად დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი მოინახულა.


"აუცილებელია ძალიან სწრაფად დაიწყოს ამ ძეგლის აღდგენა.
სწორედ, ამას ემსახურება ,,ევროპა ნოსტრას" მიერ დავით გარეჯის საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლად გამოცხადება.
აუცილებელია ამ საქმეს სასწრაფოდ შევუდგეთ", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


"ევროპა ნოსტრა" არის კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის საზოგადოების პანევროპული ქსელი, რომელიც ევროპის 50-ზე მეტი ქვეყნიდან 250 საზოგადოებრივ ორგანიზაციას, 150 ასოცირებულ და 1500 ინდივიდუალურ წევრს აერთიანებს.