გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

შს მინისტრის მოადგილეებმა პანკისში დაშავებული პოლიციელები მოინახულეს

22-04-2019

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილემ - კახა საბანაძემ და მინისტრის მოადგილემ - ვლადიმერ ბორცვაძემ პანკისის ხეობაში დაშავებული პოლიციელების მოსანახულებლად, თელავის სამედიცინო დაწესებულებებში იმყოფებოდნენ.


მინისტრის მოადგილეები პირადად დარწმუნდნენ, რომ საავადმყოფოში მოთავსებული სამართალდამცველების მდგომარეობა სტაბილურია და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.


სამართალდამცველები იმ დროს დაშავდნენ, როდესაც გუშინ, პანკისის ხეობაში, მოსახლეობის გარკვეული ჯგუფი პოლიციას თავს დაესხა და მათ ჯოხები და ქვები დაუშინა. ინციდენტის შედეგად დაშავდა 55 ადამიანი, მათ შორის 38 პოლიციელი და 17 მოქალაქე.