გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ბათუმში არასრულწლოვნებმა ​მაღაზიიდან 20 000 ლარის ღირებულების მობილური ტელეფონები მოიპარეს

25-04-2019

დაახლოებით 20 000 ლარის ღირებულების მობილური ტელეფონები მოიპარეს არასრულწლოვნებმა ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე მაღაზიიდან.


ქურდობის ფაქტი ღამით მოხდა.


„წაღებულია 20 000 ლარის ღირებულების მობილური ტელეფონები. უკვე დაიწყო გამოძიება. მაღაზიასთან ახლოს სამი სათვალთვალო ვიდეოკამერაა დამონტაჟებული, რომლებმაც დააფიქსირა ქურდობის ფაქტი. სავარაუდოდ სამი არასრულწლოვანი იყო. მათ ჩალეწეს მაღაზიის ვიტრაჟი და ისე წაიღეს ნივთები“ – ამბობს მაღაზიის მეპატრონე, ფატმან თურმანიძე.


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დადგენილია დანაშაულში მონაწილე არასრულწლოვნების ვინაობა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.



1tv.ge