გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

გუდამაყრის ხეობაში ხანძრის ადგილზე სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

26-04-2019

გუდამაყარში ხანძარი ლოკალიზებულია და ადგილზე სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.


სანაგნებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ხეობაში ამ დროისათვის ღია ცეცხლის კერები არ შეინიშნება.


დამწვარია ბალახი და ჯუჯა მცენარეები.


მეხანძრე-მაშველები ხანძრის ლოკალიზებას მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ.


ხანძრის ადგილზე რთული რელიეფის გამო დამხმარე ტექნიკის შეყვანა ვერ ხერხდებოდა.


თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის, ოთარ კერესელიძის თქმით, ცეცხლი ეკიდა ტყის ზედა საფარს და დაახლოებით 5 ჰექტრამდე ფართობია დამწვარი.