გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

ალექსანდრე მოწერელიამ მედალოსანი მოსწავლეები დაჯილდოვა

28-04-2019

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ და ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა კახაბერ ფარცვანიამ წარჩინებული მოსწავლეების ოქროსა და ვერცხლის მედლებით დააჯილდოვეს.


მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, 2017-2018 სასწავლო წლების 86 წარჩინებული მოსწავლე დაჯილდოვდა. ამ რაოდენობის მედალი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში რეკორდულია. სულ 61 ოქროს და 25 ვერცხლის მედალი გაიცა.


სახელმწიფო რწმუნებულმა მედალოსნებს წარმატებები მიღწეული წარმატება მიულოცა და წარმატებები უსურვა.


,,წარჩინებულ მოსწავლეთა მედლების” პროგრამას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახორციელებს.