გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ატმოსფერული წნევის მკვეთრი ცვლილების გამო ბათუმში ტალახიანი წვიმა მოვიდა

30-04-2019

ბათუმში დღეს, 30 აპრილს ტალახიანი წვიმა მოვიდა. მოვლენის მიზეზი ორი დღის წინ საჰარის უდაბნოში დაფიქსირებული ძლიერი ქარიშხალი იყო.


ატმოსფერული წნევის მკვეთრმა ცვლილებამ ჰაერში დიდი რაოდენობით მტვრის გადატანა და აღრევა გამოწვია. ამის გამო ,,ტალახიანი წვიმა" დაფიქსირდა ბრიტანეთში, საფრანგეთში, იტალიასა და საბერძნეთში.


წნევის ცვლილების შედეგები აისახა სამხრეთ და ცენტრალური ევროპის ბევრ ნაწილში, დილით კი ''ტალახიანი წვიმა'' საქართველოში წამოვიდა.


ამჟამად საქართველო ანტიციკლონისა და მაღალი წნევის გავლენის ქვეშაა რის გამოც, ე.წ ,,ტალახიანი წვიმა", მხოლოდ სანაპირო ზოლში დაფიქსირდა.

უახლოეს დღეებში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ცხელი და უნალექო ამინდი იქნება, რის ფონზეც მსგავსად მტვრით დაბინძურებული წვიმა მოსალოდნელი აღარ არის.



http://ajaratv.ge