გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

თელავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

30-04-2019

თელავში, აღმაშენებლის გამზირზე ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.


თვითმხილველთა ინფორმაციით, „ოპელის“ მარკის ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, მოსახვევში მძღოლმა სააჭე ვერ დაიმორჩილა და გზის საპირისპირო მხარეს მოძრავ „ჯიპის“ მარკის ავტომობილს შეეჯახა. შეჯახების შედეგად, „ოპელში“ მსხდომი სამი მგზავრიდან, ორს თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა დასჭირდა.


მორიგე ექიმის, ნინო ჩიტაძის განცხადებით, დაშავებული 17 და 23 წლის ახალგაზრდა მამაკაცების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მათ სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ.


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.



1tv.ge