გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ბათუმის ნავსადგურში ძველი სანავიგაციო ნიშნები ახალით ჩანაცვლდა

30-04-2019

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურმა“ ბათუმის ნავსადგურის აკვატორიაში ძველი სანავიგაციო ნიშნები ახალი ერთეულებით ჩაანაცვლა.


ჰიდროგრაფიული სამსახურის ტექნიკურმა ჯგუფმა სანავიგაციო ნიშნების ტექნიკური მომსახურებისა და მონიტორინგის ფარგლებში, ბათუმის პორტის აკვატორიაში საღუზე წერტილებში განთავსებული ძველი ამორტიზირებული სარყეები და მათი საღუზე მოწყობილობები ახალი ერთეულებით ჩაანაცვლა, რომელბზეც IALA-ს ინდუსტრიული წევრი კომპანია SABIK-ის მიერ წარმოებული სანათი მოწყობილობები დაამონტაჟეს.


აღსანიშნავია, რომ ჰიდროგრაფიული სამსახური სისტემატიურად ახორციელებს სანავიგაციო ნიშნების კონტროლს და გეგმიურ პროფილაქტიკურ სამუშაოებს.