გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

რუსთავში ადრე შუა საუკუნეების სამარხი აღმოაჩინეს

3-05-2019

რუსთავში ბოსტან-ქალაქის ქუჩაზე, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, სავარაუდოდ ადრე შუა საუკუნეების (IV-VIII) სამარხი აღმოაჩინეს.


სამარხი შემთხვევით ადგილზე მომუშავე მუშებმა ნახეს და ამის შესახებ შესაბამის სამსახურებს აცნობეს.


პირველადი დათვალიერებით სამარხი სავარაუდოდ ადრე შუა საუკუნეებში ფართოდ გავრცელებული ქვაყუთის ტიპის კოლექტიური სამარხია.


სამარხში აღმოჩენილია 3 ადამიანის ძვლები, მათგან 2 ზდასრულის ხოლო 1 ბავშვის. სამივე სავარაუდოდ ერთი ოჯახის წევრები იყვნენ.


ადგილი სპეციალისტებმა უკვე დაათვალიერეს.