გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

თიანეთი-ახმეტა-ფშაველი-ყვარელი-ნინიგორის საავტომობილო გზის 69-ე კმ-დან 118-ე კმ-მდე 5 მაისს მოძრაობა შეიზღუდება

4-05-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო მარათონთან - „მსოფლიო რბენა“ - დაკავშირებით, მიმდინარე წლის 5 მაისს, კახეთში, ლოპოტას გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გაყოლებით, დილის 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, თელავი-შაქრიანის საავტომობილო გზაზე, მდინარე ალაზნის ხიდამდე, მოძრაობა შეიზღუდება.


ყველა სახის საავტომობილო ტრანსპორტისთვის ასევე შეიზღუდება მოძრაობა თიანეთი-ახმეტა-ფშაველი-ყვარელი-ნინიგორის საავტომობილო გზის 69-ე კმ-დან 118-ე კმ-მდე.


სატრანსპორტო ნაკადი იმოძრავებს ყვარელი-გიორგეთი-აფენი გურჯაანის დამაკავშირებელ შიდა საუწყებო გზაზე გურჯაანის შესასვლელამდე.